საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

03.01.2020 00:27

საბერძნეთში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის გადმოსვენების პროცედურა დაწყებულია. საგარეო უწყების ინფორმაციით, ბერძნული მხარის შეტყობინებით, ათენში ორი მოქალაქე ძარცვავდა ბინას, რა დროსაც მეზობლებმა შენიშნეს და გამოიძახეს პოლიცია. გაქცევის მცდელობისას საქართველოს ერთ-ერთმა მოქალაქემ შუშის კარის გატეხვა სცადა, რის შედეგადაც მძიმე დაზიანებები მიიღო. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მძიმე დაზიანების გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: