ეპიზოდი 18. ისტორია და სტრატეგიული თამაშები

13.09.2021 57:53

მოიწონეთ და გამოიწერეთ არხი - like and subscribe our channel ▶️თუ უსმენთ პოდკასტს, გსურთ დაეხმაროთ პროექტს სწრაფ განვითარებაში, პრემიუმ ანგარიშის ჩართვაში, ტექნიკურ უზრუნველყოფასა და ხარისხის გაუმჯობესებაში, „მწარე პოდკასტის" მხარდაჭერა შეგიძლიათ აქ: საქართველოს ბანკი: GE23BG0000000181160700 (მიმღები: ხოფერია ნიკა) PAYPAL @bitterpodcast (Nika Khoperia) ----------------------------------------- „მწარე პოდკასტის" მე-18 ეპიზოდი პოპულარულ და ჩვენთვის საყვარელ, ისტორიულ სტრატეგიულ თამაშებს დავუთმეთ. მოკლედ განვიხილეთ უძველესი სამაგიდო ტაქტიკურ-სტრატეგიული თამაშები, შევეხეთ თანამედროვე სამაგიდო თამაშებს ორიოდე სიტყვით, ვახსენეთ ლეგენდარული სტრატეგიები 90-იანების ბოლოდან დღევანდელობამდე (მათ შორის Age of Empires, Civilization, Total war სერია, Knights of Honor, Crusader Kings და ა.შ.); ვთქვით რაზე კეთდება აქცენტი ისტორიულ სტრატეგიებში, რა სურთ დეველოპერებს და გეიმერებს, რას მოითხოვენ ისტორიის ე.წ. „ნერდები" მათგან, რატომ არ გვხვდება ხშირად საქართველო, როგორც ასარჩევი ქვეყანა, ცივილიზაცია ასეთ თამაშებში; რატომ იციან ხშირად, სტრატეგიების მოთამაშე სტუდენტებმა ისტორია და გეოგრაფია დანარჩენებზე უკეთ და ა.შ. პოდკასტის სტუმარია, ისტორიკოსი, ლაშა ჩანტლაძე. https://www.podbean.com/eau/pb-vb7an-...

გაზიარება: