პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღე


28 იანვარს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღსანიშნავად პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ღია ღონისძიებას მართავს.

დამსწრე აუდიტორიას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამეცნიერო ჟურნალის პირველ ნომერს წარუდგენენ. ამასთან, გაიმართა ხუთი ვიდეორგოლის პრეზენტაცია. ვიდეოების მთავარი მიზანი, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. დარგის გამორჩეული სპეციალისტები ინდივიდუალურად, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, კონკრეტული მაგალითებითა და რჩევებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობაზე საუბრობენ.

რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ სხვა ღონისძიებებს, აქტივობები სასტუმრო „ფაბრიკაში“ თითქმის მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან