თბილისის საკრებულოს სხდომა

18.02.2020 01:10

თბილისის კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლებს ხელფასები ეზრდებათ.  ეს საკითხი დღეს საკრებულოს სხდომაზე გავა, სადაც 2020 წლის ბიუჯეტის, ცვლილების პროექტი განიხილება. პირველ ეტაპზე, თებერვლიდან, ხელფასები მოემატება მუნიციპალური თეატრების - ახმეტელის, პანტომიმის, სამეფო უბნისა და ,,გლობუსის’’, თბილისის ,,ბიგ-ბენდის’’, თანამედროვე ბალეტისა და მუზეუმების გაერთიანების თანამშრომლებს.

მეორე ეტაპზე კი, უკვე სექტემბრიდან, გაზრდილ ანაზღაურებას თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების თანამშრომლები მიიღებენ. სახელფასო მატება თავიდან 100 ლარიან ზრდას გულისხმობს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
EstateHub