პრემიერ-მინისტრმა გურჯაანში ხილის გადამამუშავებელი საწარმო გახსნა
პრემიერ-მინისტრმა გურჯაანის მუნუციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ხილის გადამამუშავებელი საწარმო გახსნა. საწარმო „ქართული ხილის კომპანიას" ეკუთვნის, რომელიც 2013 წელს დაფუძნდა. კომპანიას შეძენილი აქვს ხილის დამხარისხებელი დანადგარები. ორ ჰექტარ ფართობზე გაშენებული საწარმო ორი ნაწილისაგან შედგება, რომელთაგან ერთში ხილის დამუშავება, გასუფთავება და დაფასოება ხდება, ხოლო მეორე 400-ტონიანი სამაცივრე მეურნეობაა. მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს, საწარმოს შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ლევან ნოზაძემ მიაწოდა. მისი განმარტებით, კომპანიამ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, 600 000 დოლარის ოდენობის 3%-იანი კრედიტი მიიღო. საწარმო მოსავალს გლეხებისგან ჩაიბარებს, ხოლო დახარისხების შემდეგ ექსპორტზე გაიტანს. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, სოფლის მეურნეობის განვითარება სახელმწიფოსთვის სტრატეგიული საკითხია. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1ltx66M
მსგავსი ვიდეოები
პრემიერ -- მინისტრმა ხილის გადამამუშავებელი საწარმო გახსნა
Mtisambebi / მთის ამბები
საარჩევნო კამპანია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საარჩევნო კამპანია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერ-მინისტრი გურჯაანში,ყოფელ ჩუმლაყში იმყოფებოდა
Irakli Garibashvili
#ბიზნესპარტნიორი ბიზნესთან შეთანხმების გარეშე, შრომის კოდექს...
პირველი არხი - ბიზნესპარტნიორი
9 მაისი გურჯაანში
ტელეკომპანია თანამგზავრი
ნონეშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო პროცესის დათვალიერება გურჯაა...
Georgian Government
ახლად რეაბილიტირებული პარკის დათვალიერება გურჯაანში
Georgian Government