სექსუალური შევიწროების საქმე

24.05.2019 01:42

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დისციპლინურმა კომისიამ გამოკითხა სტუდენტი, რომელიც ამავე უნივერსიტეტის ლექტორს, სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს. დახურული სხდომა ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა. კომისიის წევრების განცხადებით, სტუდენტმა შევიწროვების ფაქტზე ისაუბრა და მტკიცებულებებიც წარადგინა. თავად ლექტორი უკრაინაში იმყოფება, ის საქართველოში დაბრუნების შემდეგ გამოიკითხება. ლექტორს უნივერსიტეტში საქმიანობის უფლება, სტუდენტების პროტესტის შემდეგ შეუჩერდა. 46 წლის მამაკაცს, სექსუალურ შევიწროვებაში მეორე კურსელი გოგონა ადანაშაულებს. ლექტორი ასევე ბათუმის საკრებულოს დეპუტატია. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, საკითხს სახალხო დამცველის აპარატიც სწავლობს. ლექტორი ბრალდებას უარყოფს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო