განცხადება აზარტულ თამაშებზე

23.12.2019 00:52

ანა დოლიძემ და კამპანიის, „აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ წევრებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია და ბრიფინგი გამართეს. კამპანიის წევრების თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ აუცილებლად უნდა აამოქმედოს სპეციალური ცხელი ხაზი ლუდომანიით დაავადებული ადამიანებისთვის. ასევე აუცილებელია სისტემაში შევიდეს ცვლილებები, რათა ამოქმედდეს ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრები. აქციის მონაწილეები სახელმწიფოს სთხოვენ ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას ამ მიმართულებებით, რათა სამომავლოდ ქვეყანაში ამ მიზეზით სუიციდის შემთხვევები აღარ დაფიქსირდეს. ჯანდაცვის სამინისტროში ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო