ბრალდება მტკიცებულების გარეშე - პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა
სამი არასამთავრობო ორგანიზაციის სკანდალურ განცხადებაზე დაწყებული რეზონანსული გამოძიება შეწყდა. წელიწადნახევრიანი ძიების შემდეგ მთავარმა პროკურატურამ დაასკვნა, რომ 2018 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ყალბი პირადობის მოწმობები არ დაბეჭდილა. ეკა გიგაური, მიხეილ ბენიძე და ინგა პავლიაშვილი სახელმწიფო სერვისების სააგენტოს ანონიმურ თანამშრომელზე დაყრდნობით ამტკიცებდნენ, რომ ამავე სააგენტოს თავმჯდომარეს ყალბი მოწმობების დამზადების ბრძანება ჰქონდა გაცემული, იგეგმებოდა ამომრჩეველთა განახლებული სიის შედგენაც ყალბი მონაცემების შეტანით. თუმცა, ძიების დროს უფლებადამცველებს საკუთარი ინფორმატორის ვინაობა არ დაუსახელებიათ. დანაშაულის ნიშნების არარსებობის და შესაბამისად ძიების შეწყვეტის მიზეზად საგამოძიებო უწყება ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტს და მოწმეების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ასახელებს. ბრალდების ავტორები პროკურატურის უნდობლობას უცხადებენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ბრალდება მტკიცებულებების გარეშე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სას...
საქართველოს პროკურატურა
თავისუფლება გუკას - ზუგდიდში საპროტესტო აქცია გაიმართა
Radio Atinati
კიდევ ერთი ბრალდება მტკიცებულებების გარეშე
TV IMEDI
რა უნდა გაეკეთებინა საქართველოს უკრაინისთვის და რა ვერ გააკე...
TV IMEDI
მორიგი ბრალდება მტკიცებულებების გარეშე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ცილისწამება მტკიცებულებების გარეშე
TV IMEDI
#მოამბე 21 საათზე, 2 მაისი, 2022 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster