თავდაცვის ახალი კოდექსი პლენარულ სხდომაზე სასესიო კვირაში გავა
თავდაცვის ახალი კოდექსი პლენარულ სხდომაზე სასესიო კვირაში გავა - პარლამენტში კანონპროექტის კორექტირება უკვე მოხდა. კოდექსის ახალი ვარიანტით, სტუდენტის სტატუსი სამხედრო სამსახურის გადავადების საფუძვლად რჩება, თუმცა სურვილის შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტრო მათ წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის შესაძლებლობის რამდენიმე ვარიანტს სთავაზობს. ასევე, სიახლეა ისიც, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების პირობა აღარ იქნება რელიგიური ორგანიზაციების წევრობა. როგორც თავდაცვის უწყებაში განმარტავენ, აღმოიფხვრება საკანონმდებლო ხარვეზი და გამოირიცხება ფიქტიური „რელიგიური ორგანიზაციების“ არაკეთილსინდისიერი გამოყენება ჯარის თავიდან არიდების მიზნით. ახალი კოდექსით გათვალისწინებული კიდევ ერთი ცვლილების მიხედვით, წვევამდელების გაწვევა მხოლოდ თავდაცვის სამინიტროს შეეძლება. თუმცა, აღნიშნული სიახლე 2025 წლიდან ამოქმედდება. ახალ კოდექსთან დაკავშირებით განმარტებები დღეს თავდაცვის სამინისტროში გაკეთდა. დეტალებით ხატია ჯამალაშვილი გვიერთდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
თავდაცვის ახალი კოდექსი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თავდაცვის ახალი კოდექსი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თავდაცვის კოდექსი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თავდაცვის კოდექსის განხილვა პარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თავდაცვის კოდექსის განხილვა პარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თავდაცვის ახალი კოდექსი
TV IMEDI
თავდაცვის ახალი კოდექსი
Euronews Georgia
თავდაცვის ახალი კოდექსი და სავალდებულო სამხედრო სამსახურის რ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster