„ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია" ახმეტაში ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს

10.07.2014 02:27

„ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" ახმეტის გამგებლობის კანდიდატმა, ზურაბ ფილაშვილმა და მისი საარჩევნო შტაბის წარმომადგენელმა, ოთარ კვირიკაშვილმა, „კახეთის საინფორმაციო ცენტრის" პრესკლუბში წინასაარჩევნო პერიოდში ახმეტაში არსებულ არათანაბარ საარჩევნო გარემოსა და ადმინისტრაციული რესურსის ხარჯვაზე ისაუბრეს. მათი თქმით, მაჟორიტარი დეპუტატი გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებს დევნის, ჩამუქებულ მინებიანი ავტომანქანით გადაადგილდება, ფილაშვილის მხარდამჭერებს აფიქსირებს, შემდეგ კი მათთან სახლში მიდის და ემუქრება. ბრალდებებს ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი გამოეხმაურა. ზურაბ ზვიადაურის განცხადებით, „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" ახმეტის შტაბი მის წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს. ზვიადაურის თქმით, ის ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერებზე ზეწოლას არ ახდენს და „ქართული ოცნების" კანდიდატის, ბექა ბაიდაურისთვის, ხმის მიცემას საკუთარ ამომრჩევლებსაც კი არ სთხოვს. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1nimkS9

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

მსგავსი ვიდეოები ვერ მოიძებნა

ყველა ვიდეო