„ჩემი ბედნიერი ოჯახი“

07.09.2018 01:08

სპეციალური კომისიის წინაშე კინოსახლის განახლებულ დარბაზში, სიმონ გროსისა და ნანა ექვთიმიშვილის გახმაურებული ფილმის, „ჩემი ბედნიერი ოჯახი“, - ჩვენება გაიმართება. კომისიის დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ პირველი ფილმი გახდება, რომელიც პროგრამის, - „გადაიღე საქართველოში“, - ფარგლებში დამატებით ანაზღაურებას მიიღებს. „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული ფილმია, მისი მსოფლიო პრემიერა სანდენსის კინოფესტივალზე, ევროპული პრემიერა კი ბერლინის კინოფესტივალზე შედგა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო პროგრამას, - „აწარმოე საქართველოში", - კინოინდუსტრიის ხელშეწყობის კომპონენტი 2016 წლიდან დაემატა, რაც ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს გადაიღონ ფილმი და კვალიფიციური ხარჯების 20 % უკან დაიბრუნონ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne... გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო