აკა მორჩილაძე - „დაკარგული წიგნები“ - III სერია

09/26/2020

ახალციხის ძველი აბანოს ნანგრევებში მესხეთის ისტორიის ის სურათები ცოცხლდება, ალექსანდრე ფრონელის ფიქრისა და დარდის საგნად რომ დარჩა მისი სიცოცხლის ბოლომდე - მუსლიმ ქართველთა ბედი და მათი სამშობლოსთან ვერშეხორცების ტრაგიკული ამბავი.

სტუდია „ეპოქა“ - „დაკარგული წიგნები“ - აკა მორჩილაძის საავტორო პროექტი

პროექტის მიზანია, იმ წიგნების გახსენება, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს ისტორიისა და კულტურისათვის, მაგრამ უსამართლოდაა მივიწყებული და დაკარგული.
მესხეთი - დიდებული და განადგურებული, ბრწყინვალე და ცრემლის მომგვრელი, სიამაყისა და ტკივილის ერთდროულად გამღვიძებელი - იყო უდიდესი სიყვარული ალექსანდრე ყიფშიძისა, რომელიც ასზე მეტი წლის წინათ ფრონელის ფსევდონიმით აქვეყნებდა თავის წიგნებს.
„დიდებული მესხეთი“ არის ნარკვევებისა და ჩანაწერების თბილი, დამაფიქრებელი, წუხილითა და იმედით გაჯერებული კრებული. სწორედ ალექსანდრე ფრონელის საუკუნის წინანდელ მესხეთში გვამოგზაურებს აკა მორჩილაძე.
პროექტის ავტორები – აკა მორჩილაძე, ქეთევან სადღობელაშვილი
რეჟისორი – გიორგი ებრალიძე

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/show/dakarguli-wignebi/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/33kzDvm
გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://bit.ly/33olCgk
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.