ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნები


ხვალ, 3 ნოემბერს აშშ-ი პრეზიდენტს ირჩევს. დაძაბული საარჩევნო კამპანია და ბრძოლა გადაუწყვეტელი შტატების მოსაგებად - ამ მომენტისთვის 100-მა  მილიონმა ამომრჩეველმა წინასწარი ხმის მიცემის უფლებით უკვე ისარგებლა. ნაწილმა არჩევანი საარჩევნო უბნებზე მისვლით გააკეთა, ნაწილმა კი - ფოსტის საშუალებით. ხმის მიცემის წინასწარი უფლებით ისარგებლეს აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებმაც - მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა. სოციოლოგიური გამოკითხვებით, წინასაარჩევნო რბოლაში ჯო ბაიდენი ლიდერობს,  თუმცა აშშ-ის საარჩევო კანონმდებლობით, თეთრ სახლში ის შევა, ვინც საარჩევნო კოლეგიის სულ მცირე 270 ხმას დააგროვებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან