სიახლე თბილისის საბავშვო ბაღებში

10.01.2024 04:38

თბილისში მოქმედი საბავშვო ბაღების თანამშრომლებს ხელფასები ეზრდებათ. ამ თვიდან ანაზღაურება 15%-ით მოიმატებს, რაც აქამდე დაფიქსირებული ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. სკოლამდელ დაწესებულებებში სრულ განაკვეთზე დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 600-700 ლარს შეადგენს. აღმზრდელთა დაბალი ანაზღაურება კი წლების განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო. სახელფასო პოლიტიკის გადახედვასთან ერთად სხვა სიახლეებიც იგეგმება. 2024 წელს სააღმზრდელო დაწესებულებებს შვიდი ახალი ბაღი დაემატება.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: