ევროპარლამენტის რეზოლუცია მედიაგარემოზე
კრიტიკა და მწვავე გზავნილები ბრიუსელიდან. კანდიდატობაზე ისტორიული გადაწყვეტილების მიღებამდე ორი კვირით ადრე ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ მძიმე შინაარსის რეზოლუციას იღებს. გაუარესებული მედია-გარემო, ჟურნალისტებზე დევნა, ძალადობის გახშირებული შემთხვევები და 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენები დოკუმენტის მთავარი აქცენტებია. რეზოლუციის ავტორები ნიკა გვარამიას განაჩენშიც პოლიტიკურ ნიშნებს ხედავენ და მის გადახედვას ითხოვენ, მოთხოვნაა ჰუმანიტარული საფუძვლებით უცხოეთში მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანაც. დამტკიცდა ის შესწორებაც, რომლითაც დეპუტატები ევროპულ საბჭოს ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესების განხილვას სთხოვენ. კენჭისყრას წინ დებატები უძღოდა, რა დროსაც ხელისუფლების მიმართ ასევე კრიტიკის შემცველი განცხადებები გაისმა. არანაკლებ მძიმე აღმოჩნდა მმართველი გუნდის რეაქცია. „ქართული ოცნებისთვის“ დოკუმენტს ჩალის ფასი აქვს. ხელისუფლება რეზოლუციის ტექსტში აღმოჩენილ ფაქტობრივ უზუსტობებზე მიუთითებს და დოკუმენტის მხარდამჭერებს ყალბი ამბების მსხვერპლად მიიჩნევს. სალომე ქოქიაშვილმა წაიკითხა რეზოლუციის ტექსტი. ის პირველ რიგში მმართველი პარტიის რეაქციას გაგვაცნობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ევროპარლამენტის რეზოლუცია - შეფასებები თბილისში
TV IMEDI
ევროპარლამენტის რეზოლუცია - ოპოზიციური სპექტრის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რეალობას აცდენილი რეზოლუცია
TV IMEDI
დებატები ევროპარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპარლამენტში მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციასა და მასში გამოთქ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპარლამენტის რეზოლუცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპარლამენტის რეზოლუცია
Tabula ტაბულა
ევროპარლამენტის რეზოლუცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster