ბაღის მშენებლობა


ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო.

60 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი წლის ბოლოსთვის იქნება მზად. მშენებლობის ღირებულება 1,5 მლნ. ლარია. ძველ ხიბულაში საბავშვო ბაღს ფონდი „ქართუ“ აშენებს. გარდა ამისა ფონდი სრულ რეაბილიტაციას უკეთებს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მემორიალურ სახლს, მიმდებარე ტერიტორიაზე ფონდი აშენებს ეკლესიას და სკვერს.

ძველ ხიბულაში სხვა ინფრასტრუქტურული პროექტებიც ხორციელდება, მიმდინარეობს სოფლის გზების, სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია. ასევე, სოფელს ექნება ბუნებრივი აირი და უწყვეტი წყალმომარაგება.

მოსახლეობას გაზიფიცირებისა და ინფრასტრუქტურის პრობლემების მოგვარებას, ბიძინა ივანიშვილი სოფელ ხიბულაში ყოფნისას დაპირდა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან