ნიკა მელიას, თავისივე თხოვნის საფუძველზე, პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა

05.10.2021 00:15

პარლამენტმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკანორ მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა. მელიამ საპარლამენტო მანდატის დატოვების თხოვნით პარლამენტს 29 ივლისს თავად მიმართა. პლენარულ სხდომაზე გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 79-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი არავინ წასულა. სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე ნიკანორ მელიას მიმართვა თავდაპირველად საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა განიხილა და მისთვის მანდატის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო