საქართველოს უშუს ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა
ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ საქართველოს უშუს ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. სპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები და ფედერაციის წარმომადგენლები დახვდნენ. ქართველებმა ტრადიციულ უშუში სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში 4 ოქროს, 8 ვერცხლისა და 7 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ჩემპიონები მანუჩარ კვაშილავა, ნიკა ჩიტიშვილი, თორნიკე ნანიკაშვილი და სოფო აფხაზავა გახდნენ. დაძაბული ბრძოლების ჩატარება მოუწია მანუჩარ კვაშილავას, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში რუსი სპორტსმენი ვლადისლავ პანოვი დაამარცხა და ჩემპიონობა იზეიმა. ევროპის ჩემპიონატი ტრადიციულ უშუში მოსკოვში გაიმართა. ტურნირზე 70 ქვეყნის 900-მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის საჩვენებელი გამოსვლა კი...
lasha sumbulashvili
საქართველოს უშუს თასის გათამაშება (ნაწილი 3) 10/3/2019
G.W.T.
საქართველოს უშუს თასის გათამაშება (ნაწილი 7) 10/3/2019
G.W.T.
აღმოაჩინე ჩინეთი JAKO FM - გიორგი ვერულიძე
შენთვის I ForYou
საქართველოს უშუს მე-16 ეროვნული ჩემპიონატი
EURASIAN PROFESSIONAL SANDA LEAGUE / ევრაზიის პროფესიონალური...
საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია
უშუს ფედერაციის გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
წონა ჩაბარებულია / ბრძოლები ხვალ
Vato Gvinjilia