საქართველოს უშუს ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა


ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ საქართველოს უშუს ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. სპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები და ფედერაციის წარმომადგენლები დახვდნენ. ქართველებმა ტრადიციულ უშუში სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში 4 ოქროს, 8 ვერცხლისა და 7 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ჩემპიონები მანუჩარ კვაშილავა, ნიკა ჩიტიშვილი, თორნიკე ნანიკაშვილი და სოფო აფხაზავა გახდნენ. დაძაბული ბრძოლების ჩატარება მოუწია მანუჩარ კვაშილავას, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში რუსი სპორტსმენი ვლადისლავ პანოვი დაამარცხა და ჩემპიონობა იზეიმა.

ევროპის ჩემპიონატი ტრადიციულ უშუში მოსკოვში გაიმართა. ტურნირზე 70 ქვეყნის 900-მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან