არტიზანული რუხი პური ხორბლის და წიწიბურის ფქვილით საფუარის წყალზე

04/24/2020
მე ვარ Margo-ის მიერ

ვიდეო დეტალურად აღწერს პურის მომზადების ყოველ საფეხურს.
👇👇 საფუარის წყლის მომზადების ვიდეოს უყურეთ აქ 👇👇
   • საფუარის წყალი hefewasser  

ხორბილის და წიწიბურას პური
300 გ. ხორბლის ფქვილი
75 გრ. წიწიბურას ფქვილი
250 გრ. საფუარის წყალი
6 გ. მარილი
10 გრ. ზეთი
მომზადების ტექნოლოგია:
100 გრ. ხორბლის ფქვილისგან და 100 მლ. საფუარის წყლისგან ვამზადებთ აპარს ( poolish) დავგრინავთ და ვაყოვნებთ ოთახის ტემპერატურაზე 12 საათი.ოთახის ტემპერატურა გულისხმობს დაახლოებით 25 გრადუსს. ამის შემდეგ ვურევთ ერთმანეთში ფქვილს ( ორივე სახეობას 200 ხორბლის და 75 წიწიბურასი) წინასწარ მომზადებულ აპარს და საფუარის წყალს 150 მლ. ერთგვაროვანი მასის მიღების შემდეგ დავგრინავთ და ვაყოვნებთ ოთახის ტემპერატურაზე 30წთ, შემდეგ ვამატებთ მარილს და ზეთს და ვზელთ, სანამ არ მივიღებთ ელასტიურ ცომს. ცომს ჩავდებთ თასში, დავგრინავთ უკონტაქტოდ და დავაყოვნებთ ოთახის ტემპერატურაზე 3-4 საათი. ამის შემდეგ დავაგუნდავებთ და ჩავდებთ დაფქვილულ ფორმაში. დავაყოვნებთ ოტახის ტემპერატურაზე კიდევ 3-4 საათი და ამის შემდეგ შევდგავთ მაცივარში 12 საათით.
ვაცხობთ 230 გრადუსზე 20 წუთი ორთქლით და ამის შემდეგ 200 გრადუსზე 25 წუთი.