გასაუბრება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან


იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება. ამ წუთებში საბჭოს წევრთა კითხვებს მორის შალიკაშვილი პასუხობს, რომელიც აკადემიური წრის წარმომადგენელია. მანამდე კი გასაუბრება გაიარა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა პაატა შავაძემ, რა დროსაც ხმაური იყო. პაატა შავაძე და საბჭოს მოსამართლე წევრები, ნაზი ჯანეზაშვილის კითხვამ გააღიზიანა. არამოსამართლე წევრი დაინტერესდა, მარკეტინგული თვალსაზრისით რამდენად მოახდენდა გავლენას კანდიდატის საქმიანობაზე მისი დღევანდელი გამოსვლა.

პაატა შავაძემ აღნიშნულ კითხვას არარელევანტური უწოდა და განმარტა, რომ მას ნაზი ჯანეზაშვილის აცილების საფუძველი აქვს, მისი პიროვნული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, თუმცა ამას არ გააკეთებს. ამ განცხადების შემდეგ კანდიდატმა განაცხადა, რომ ის ჯანეზაშვილის კითხვებს აღარ უპასუხებს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან