ინციდენტი აეროპორტში

01.12.2018 03:27

ქუთაისის აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი ქუთაისის საქალაქო სასამართლომ განიხილა. საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 მუხლით აღიძრა, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. მოსამართლე დარინა აბულაძემ დავით ბაიდარაშვილს და გიორგი კირვალიძეს ადმინისტრაციული ჯარიმა 700-700 ლარის ოდენობით დააკისრა, დავით მაჭავარიანი საქმის განხილვა კი გადაიდო. და მის საქმეზე პოლიციას დამატებითი მტკიცებულებების მიტანა დაევალა. მაჭავარიანის და კერვალიშვილის განცხადებით, ისინი ბერლინიდან  ჩამოფრინდნენ და აეროპორტში შეფერხებული რეისის გამო ბარგის ასაღებად იყვნენ მისული, რა დროსაც, მათ მეგობარსა და უცნობ პირს შორის შელაპარაკება მოხდა. შეგახსენებთ, რომ დღეს  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდართან დაკავშირებით, ოთხი პირი დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ერთ-ერთი მათგანი ძალადობის ბრალდებით, სისხლის სამართლის წესით,  სამი პირი კი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, ადმინისტრაციული წესით აიყვანეს. გაერთიანებული ოპოზიციის, "ძალა ერთობაშიას", წარმომადგენელის თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ქუთაისის აეროპორტში მას და მის მეუღლეს, ბიზნესმენ ჯონი გიგანს უცნობი პირები დაესხნენ თავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ აეროპორტში განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები ამოიღო, რის შედეგადაც, ოპერატიულად მოხდა ოთხივე თავდამსხმელის იდენტიფიცირება და დაკავება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ინციდენტი აეროპორტში /2030 (01.12.2015.)/
02:24

ინციდენტი აეროპორტში /2030 (01.12.2015.)/

2030 Official

ინციდენტი აეროპორტში - სასამართლო დაკავებულის საქმეზე მსჯელობს
02:37

ინციდენტი აეროპორტში - სასამართლო დაკავებულის საქმეზე მსჯელო...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გიგი უგულავას და გოკა გაბაშვილს აეროპორტში თავს დაესხნენ
02:21

გიგი უგულავას და გოკა გაბაშვილს აეროპორტში თავს დაესხნენ

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

\"ტაკიმასხარაობა დადგეს ივანიშვილმა და მისმა „ოპრიჩნიკებმა, ჩემთვის პასპორტი რომ ცამოერთვათ\"
03:31

"ტაკიმასხარაობა დადგეს ივანიშვილმა და მისმა „ოპრიჩნიკებმა, ჩ...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

ეს არის ივანიშვილის სამართლი - დაგესხმებიან  თავს და ბრალს შენ  წაგიყენებენ - გიგი უგულავა
01:10

ეს არის ივანიშვილის სამართლი - დაგესხმებიან თავს და ბრალს შ...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

ინციდენტი თბილისის აეროპორტში
01:37

ინციდენტი თბილისის აეროპორტში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ინციდენტი ბაქოს აეროპორტში - რატომ არ შეუშვეს აზერბაიჯანში Human Rights Watch-ის თანამშრომელი
01:17

ინციდენტი ბაქოს აეროპორტში - რატომ არ შეუშვეს აზერბაიჯანში H...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ინციდენტი ვნუკოვოს აეროპორტში
01:08

ინციდენტი ვნუკოვოს აეროპორტში

TV Pirveli

ყველა ვიდეო