ინციდენტი აეროპორტში
ქუთაისის აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი ქუთაისის საქალაქო სასამართლომ განიხილა. საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 მუხლით აღიძრა, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. მოსამართლე დარინა აბულაძემ დავით ბაიდარაშვილს და გიორგი კირვალიძეს ადმინისტრაციული ჯარიმა 700-700 ლარის ოდენობით დააკისრა, დავით მაჭავარიანი საქმის განხილვა კი გადაიდო. და მის საქმეზე პოლიციას დამატებითი მტკიცებულებების მიტანა დაევალა. მაჭავარიანის და კერვალიშვილის განცხადებით, ისინი ბერლინიდან ჩამოფრინდნენ და აეროპორტში შეფერხებული რეისის გამო ბარგის ასაღებად იყვნენ მისული, რა დროსაც, მათ მეგობარსა და უცნობ პირს შორის შელაპარაკება მოხდა. შეგახსენებთ, რომ დღეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდართან დაკავშირებით, ოთხი პირი დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ერთ-ერთი მათგანი ძალადობის ბრალდებით, სისხლის სამართლის წესით, სამი პირი კი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, ადმინისტრაციული წესით აიყვანეს. გაერთიანებული ოპოზიციის, "ძალა ერთობაშიას", წარმომადგენელის თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ქუთაისის აეროპორტში მას და მის მეუღლეს, ბიზნესმენ ჯონი გიგანს უცნობი პირები დაესხნენ თავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ აეროპორტში განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები ამოიღო, რის შედეგადაც, ოპერატიულად მოხდა ოთხივე თავდამსხმელის იდენტიფიცირება და დაკავება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ინციდენტი აეროპორტში /2030 (01.12.2015.)/
2030 Official
ინციდენტი აეროპორტში - სასამართლო დაკავებულის საქმეზე მსჯელო...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გიგი უგულავას და გოკა გაბაშვილს აეროპორტში თავს დაესხნენ
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
"ტაკიმასხარაობა დადგეს ივანიშვილმა და მისმა „ოპრიჩნიკებმა, ჩ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ეს არის ივანიშვილის სამართლი - დაგესხმებიან თავს და ბრალს შ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ინციდენტი თბილისის აეროპორტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ინციდენტი ბაქოს აეროპორტში - რატომ არ შეუშვეს აზერბაიჯანში H...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ინციდენტი ვნუკოვოს აეროპორტში
TV Pirveli