პოლონეთის პრეზიდენტის განცხადება
ნატო-ს სამიტზე განსაკუთრებული ყურადღება უკრაინაში და საქართველოში არსებულ ვითარებას უნდა დაეთმოს, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ ბუქარესტში, რუმინეთის პრეზიდენტთან, კლაუს იოჰანისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინისთვისა და საქართველოსთვის უსაფრთხოების საკითხს ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს, რის გამოც უნდა ჩატარდეს ნატო-უკრაინისა და ნატო-საქართველოს კომიტეტების სხდომები. ანჯეი დუდამ ასევე აღნიშნა, რომ რუმინეთთან ერთად ხაზს გაუსვამენ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. „ეს უნდა იყოს ქვეყნები, რომლებმაც უახლოეს მომავალში, ფაქტობრივად, მომდევნო რამდენიმე კვირაში უნდა მიიღონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. მათთვის დახმარება უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რაც განსაკუთრებით საჭირო იქნება უკრაინისთვის, რომელიც ომის შემდეგ აღდგენისთვის დასჭირდება,“ - თქვა პოლონეთის პრეზიდენტმა. თავის მხრივ, რუმინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუმინეთი და პოლონეთი მხარს უჭერენ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პოლონეთის პრეზიდენტის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პოლონეთის პრეზიდენტის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პოლონეთის მთავრობამ საზოგადოებრივი მაუწყებლების ხელმძღვანელო...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინის პრეზიდენტის განცხადება - ომის 104-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინის პრეზიდენტის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპელი ლიდერები მაკრონის ინიციატივის წინააღმდეგ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster