#არჩევნები2020 დაპირისპირება ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის

03.11.2020 01:56

ჩამოვა თუ არა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში, - ეს თემა ქართულ ოპოზიციაში ისევ განხილვის საგანია.  ნიკა მელიასა და გუბაზ სანიკიძეს შორის ამ თემაზე  ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში მომხდარ დაპირისპირებას დღეს შეფასებები ქართულ ოპოზიციაშიც მოჰყვა. ირკვევა, რომ გუბაზ სანიკიძის მოსაზრებას მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებასთან დაკავშირებით ოპოზიციის ძირითადი ნაწილი არ იზიარებს, ყოფილი ხელისუფლების წევრებისთვის, ყოფილი ლიდერი ერთპიროვნულ მმართველობასთან ასოცირდება. გუშინ ერთ-ერთი ტელევიზიის დებატებში ერთმანეთს პოლიტიკური პარტნიორები, გუბაზ სანიკიძე და ნიკა მელია დაუპირისპირდნენ. სანიკიძემ მიხელ სააკაშვილის ჩამოსვლასა და მიმდინარე პროცესებში აქტიურ ჩართულობაზე ისაუბრა, რასაც ნიკა მელიას გაღიზიანება მოჰყვა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო