გავრცელებული ფარული ჩანაწერები - პოლიტიკური შეფასება


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია, რომლის მთავარი მიზანია არეულობა და ქვეყნის ომში ჩართვა. პაპუაშვილი გამოეხმაურა „კიბერ კმარას“ მიერ გავრცელებულ ​აუდიოჩანაწერს, რომლის ავთენტურობა დადასტურებული არ არის. ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ ბიზნესმენი ვლადიმერ ევტუშენკოვი ბიძინა ივანიშვილს ტელეფონით ურეკავს. საკითხს ეხმაურებიან პარტია „ლელოში“. დავით უსუფაშვილის განცხადებით, აუცილებელია პრემიერ-მინისტრმა განმარტოს, ჰქონდა თუ არა ადგილი შეხვედრებს,  რომელზეც გავრცელებულ აუდიოჩანაწერშია საუბარი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან