საქართველო რუსეთის წინააღმდეგ
ოთხი თვის წინანდელი ისტორიული გამარჯვების შემდეგ თბილისი სტრასბურგისგან კიდევ ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ელის. საქართველო რუსეთის წინააღმდეგ - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მორიგი საჩივრის განხილვა განახლდა. ქართული მხარე ითხოვს, მოსკოვს პასუხისმგებლობა დაეკისროს იმ უმძიმეს ქმედებებზე, რასაც ბოლო წლებია საოკუპაციო ხაზთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვხედავთ. საჩივარში გაერთიანებულია არჩილ ტატუნაშვილის წამებით მკვლელობის, ასევე გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის უმძიმესი საქმეები. გახშირებული უკანონო გატაცებები, მკვლელობები, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა - საქართველო რუსეთს ევროპული კონვენციით დაცული რამდენიმე უფლების დარღვევისთვის უჩივის. 2008 წლის აგვისტოს ომის საქმის მოგების შემდეგ ქართული მხარე დარწმუნებულია, რომ თბილისიდან გაგზავნილი მეოთხე სახელმწიფოთაშორისი საჩივრის განხილვაც საქართველოს სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილებით დასრულდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საქართველო რუსეთის წინააღმდეგ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„საქართველო რუსეთის წინააღმდეგ”
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველო რუსეთის წინააღმდეგ
Ajara TV
„საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველო რუსეთის წინააღმდეგ
Keti. B
საქართველო რუსეთის წინააღმდეგ
TV IMEDI