აბასთუმნის სამართალდამცველებმა ქურდობის ბრალდებით 3 პიროვნება დააკავეს - 24.01.2014

26.01.2014 00:29

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ადიგენის რაიონული სამმართველოს აბასთუმნის განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ვლადიმერ ზ, 1975 წელს დაბადებული იური ო. და 1963 წელს დაბადებული სტეპან ა. ქურდობის ბრალდებით ცხელ კვალზე თბილისში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა 23 იანვარს, გამთენიისას, ადიგენის რაიონის დაბა აბასთუმანში მდებარე დედათა მონასტრიდან 2 ცალი ანტიკვარული „სამოვარი" და სხვადასხვა სახის მოვერცხლილი და მოოქროვილი ჭურჭელი მოიპარეს, რომლებიც თბილისში, ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტში სარეალიზაციოდ ჩააბარეს. სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს, ხოლო ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით). http://police.ge/ge/shss-m-qurdobis-b...

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

აბასთუმნის ტყეში დაკარგული 7 ახალგაზრდის სამძებრო ოპერაცია წარმატებით დასრულდა
03:52

აბასთუმნის ტყეში დაკარგული 7 ახალგაზრდის სამძებრო ოპერაცია წ...

მთავარი არხი • Mtavari Arkhi

აბასთუმნის ფილტვის ცენტრში დღეს ხუთი პირი მოათავსეს
01:03

აბასთუმნის ფილტვის ცენტრში დღეს ხუთი პირი მოათავსეს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აბასთუმნის უნიკალური ტყე მასშტაბურ ხანძარს გადაურჩა
03:31

აბასთუმნის უნიკალური ტყე მასშტაბურ ხანძარს გადაურჩა

TV IMEDI

აბასთუმნის ობსერვატორია - ტექნოლოგიური პროგრესი და არსებული პრობლემები (HD)
01:57

აბასთუმნის ობსერვატორია - ტექნოლოგიური პროგრესი და არსებული...

Sergei Danik

აბასთუმნის რეაბილიტაცია
04:16

აბასთუმნის რეაბილიტაცია

TV IMEDI

აბასთუმნის ურბანული განახლების პირველადი ხედვის საჯარო განხილვა
01:11

აბასთუმნის ურბანული განახლების პირველადი ხედვის საჯარო განხი...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აბასთუმნის რეაბილიტაცია და მუნიციპალური განვითარების ფონდის გეგმები
13:56

აბასთუმნის რეაბილიტაცია და მუნიციპალური განვითარების ფონდის...

პირველი არხი - ბიზნესპარტნიორი

აბასთუმნის ტყეში დაკარგულების სამძებრო სამუშაოებში მათი ოჯახის წევრები და ახლობლები ჩაერთვნენ
03:09

აბასთუმნის ტყეში დაკარგულების სამძებრო სამუშაოებში მათი ოჯახ...

მთავარი არხი • Mtavari Arkhi

ყველა ვიდეო