"იმიჯერი" - ახალი ხელსაწყო აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში (HD)
მიმდინარე წლის 29 აგვისტოს აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დედამიწის ატმოსფეროს კვლევის ლაბორატორიაში დაინსტალირდა ატმოსფეროს საკვლევი თანამედროვე ხელსაწყო - სრული ცის იმიჯერული კამერა (all-sky imager). უკვე 1 სექტემბრიდან მისი საშუალებით დაკვირვებები დაიწყო და მიღებულ იქნა პირველი მონაცემები. სრული ცის იმიჯერული კამერის დაინსტალირება მოხდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და იუტას სახელმწიფო უნივერსიტეტის (აშშ) თანამშრომლობით. ილიას უნივერსიტეტის აბასთუმნის ობსერვატორიის ჯგუფის ხელმძღვანელია პროფ. გოდერძი დიდებულიძე, ხოლო იუტას უნივერსიტეტიდან - პროფ. მაიკლ ტეილორი. ინსტრუმენტის დაინსტალირებაში მონაწილეობას იღებდნენ: იუტას უნივერსიტეტიდან უფროსი მკვლევარი დომინიკ პოტე, აბასთუმნის ობსერვატორიიდან: მკვლევარი ნიკოლოზ გუდაძე, თანამშრომლები ანდრანიკ ამბარცუმიანი, ვიქტორ მაიერი, სერგეი დანიკი. ხელსაწყო შეძენილი იქნა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით. გამოყენებულია მასალა შემდეგ საიტებიდან: http://observatory.iliauni.edu.ge http://1tv.ge
Sergei Danik-ის სხვა ვიდეოები
01:57
აბასთუმნის ობსერვატორია - ტექნოლოგიური პროგრესი და...
01:34
"იმიჯერი" - ახალი ხელსაწყო აბასთუმნის ასტროფიზიკურ...
00:29
აბასთუმნის სამართალდამცველებმა ქურდობის ბრალდებით...
02:00
უცხოელები გიტარაზე ძაან მაგრად უკრავენ ქართულს
06:46
მანქანის ზარით და SMS-ით დაქოქვა(Arduino)
19:53
აბასთუმნის ობსერვატორია - ინფრასტრუქტურული პრობლემ...
04:50
აბასთუმნის ობსერვატორიის პრობლემები
15:56
23-24 ივლისს დანახული ციური სხეული საქართველოს ცაზ...