ევროკავშირის სამიტი ვერსალში


დღე მეორე. ვერსალში ევროკავშირის სამიტი გრძელდება. უკრაინისთვის საქართველოსა და მოლოდვასთვის დაჩქარებულ  წესით  კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე - ვის რა პოზიცია და არგუმენტი აქვს. ევროპელი ლიდერები დღის ბოლოს ერთობლივ დეკლარაციას გამოაქვეყნებენ. მანამდე კი ლიეტუვის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევროკავშირის ლიდერებს უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსი სამიტის ფარგლებში უნდა მიენიჭათ. მან იმედგაცრუება გამოხატა, რომ ერთობლივი დეკლარაცია უფრო შორს არ წავიდა. ბელგიის პრემიერ-მინისტრის კი ამბობს, რომ უკრაინამ პატივი უნდა სცეს ყველა აუცილებელ პროცედურულ ნაბიჯს, ვიდრე ევროკავშირის  წევრი გახდება, თუმცა ქვეყნისთვის „კარის დახურვა“  შეცდომა იქნება. ევროკავშირის ლიდერების დიდი უმრავლესობა  მხარს უჭერს უკრაინის მიმართ მძლავრი გზავნილის გაკეთებას, რომ მას საბოლოოდ ევროკავშირის წევრობა მიენიჭება, აღნიშნა მედიასთან სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან