საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გახანგრძლივდა
პარლამენტმა, 22 მაისის ჩათვლით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა. კენჭისყრამდე სხდომათა დარბაზში მწვავე პოლიტიკური განცხადებები ისმოდა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ განხილვის ფორმატი გააკრიტიკეს და დაინტერესდნენ, რატომ არ მივიდა საკანონმდებლო ორგანოში პრემიერი და რატომ არ მიეცათ დეპუტატებს სხდომაზე კითხვების დასმის საშუალება. იმ არგუმენტით, რომ მთავრობას მომდევნო ერთი თვის ანტიკრიზისული გეგმა ჯერ არ წარუდგენია, საპარლამენტო ოპოზიციამ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარი არ დაუჭირა. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო რამდენიმე დამოუკიდებელმა დეპუტატმაც. ოპონენტთა კრიტიკაში პოპულიზმი ამოიკითხა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, რომელმაც დეპუტატებს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების მიზეზი განუმარტა და პარასკევს სოციალური და ბიზნესის დახმარების გეგმების წარდგენაც დააანონსა. ნათია მეზვრიშვილმა ოპონენტებს პირდაპირ უთხრა, რომ მოსალოდნელი საფრთხეების ფონზე, საკუთარი განცხადებებით ისინი მოქალაქეებს შეზღუდვების არდამორჩილებისკენ მოუწოდებენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გახანგრძლივდება
ტვ არგო / TV ARGO
საგანგებო მდგომარეობა საქართველოში 22 მაისამდე გახანგრძლივდე...
Ajara TV
საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდება
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთი თვით, 22 მაისა...
TV IMEDI
საგანგებო მდგომარება ქვეყანაში შესაძლოა 10 მაისამდე გახანგრძ...
TV 25
პარლამენტის სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გ...
Ajara TV
საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდა
TV IMEDI