„წიგნების თარო“ მე-6 სეზონისთვის რეგისტრაციას 20 დეკემბრიდან იწყებს

20.12.2018 00:46

პირველი არხის გადაცემა „წიგნების თარო“ მე-6 სეზონისთვის რეგისტრაციას 20 დეკემბრიდან იწყებს. გარდა ამისა, პროექტი ერთგულ მაყურებელს გრანდიოზულ სიახლეს სთავაზობს და მეექვსე სასკოლო სეზონთან ერთად მეორე სტუდენტური სეზონის რეგისტრაციას აცხადებს. აპლიკაციის შევსება შესაძლებელია 15 იანვრამდე, ვებგვერდზე 1tv.ge. მონაწილეობის მსურველმა სკოლის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა (მასწავლებელმა ან დირექტორმა) უნდა დაარეგისტრიროს სამი მოსწავლისაგან შემდგარი გუნდი. ერთ სკოლას მხოლოდ ერთი გუნდის რეგისტრაციის უფლება აქვს. გუნდის წევრი 2019 სასწავლო წლისთვის უნდა იყოს მე-10, მე-11 ან მე-12 კლასის მოსწავლე. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო