აფეთქება გლდანში - რა დასკვნას დადებენ კონსტრუქტორები

15.07.2015 03:02

გლდანში მომხდარი ტრაგედიის ადგილს კონსტრუქტორები სწავლობენ. ავარიულ შენობაში მძიმე სურათია: რამდენიმე სანტიმეტრით გადახრილია კედლები და მთლიანად ჩამონგრეულია ორი სართული. კორპუსში გამაგრებითი სამუშაოები უნდა ჩატარდეს, სწორედ ამის შემდეგ იგეგმება გასახლებული ოჯახების საცხოვრებელ ბინებში დაბრუნება. ხუთი დაღუპული, რამდენიმე დაშავებული და სახლ-კარის გარეშე დარჩენილი 40-მდე ოჯახი-მეექვსე მიკრო-რაიონის მეორე კორპუსში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ორი გოგონა ამ დრომდე კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

გაზიარება:
Mankanebi