შეხვედრა განათლების საკითხებზე
განათლების სამინისტროს წარმომადგენლები სასკოლო საზოგადოებას შეხვდნენ - დისკუსია მწერალთა სახლში გაიმართა. ისაუბრეს უწყების მიერ მომზადებული ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის ახალ პროექტზე. აღნიშნული გულისხმობს ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებაზე, პიროვნულ განვითარებაზე, ოჯახის ინსტიტუციის პატივისცემაზე, საერთაშორისოდ აღიარებულ უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტირებული სასკოლო გარემოს შექმნას. პროექტი საჯაროა და ყველა დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია, განათლების სამინისტროს საკუთარი რეკომენდაციები მიაწოდოს. განხილვის შემდეგ უწყება ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის ახალი პროექტის საბოლოო ვერსიას ჩამოაყალიბებს, რომელიც დასამტკიცებლად პარლამენტს წარედგინება. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი 2004 წელს დამტკიცდა და 20 წლის განმავლობაში არ შეცვლილა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
შეხვედრა უმაღლესი განათლების საკითხებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა განათლების სამინისტროში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ფინანსური განათლების საზაფხულო ბანაკი, ანაკლია 2019 - Financ...
German Sparkassenstiftung Georgia
შეხვედრა განათლების სამინისტროში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საინფორმაციო შეხვედრები პროფესიული განათლების საკითხებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს პრეზიდენტმა განათლების პროექტები შეაჯამა
Giorgi Margvelashvili
ვებინარი: რუსული დეზინფორმაციის მიზანი - საზოგადოების პოლარი...
Zaza Tsotniashvili
თეთრი ხელჯოხის საერთაშორისო დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster