მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში - მე-11 დღე


ბაკურიანში გრძელდება მსოფლიო ჩემპიონატი ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში. ფინალური შეჯიბრებები 19 თებერვლიდან დაიწყო, რომელიც 5 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. დიდველის მთაზე დღეს სკი კროსის ფინალი გაიმართა, რომელშიც 11 ქვეყნის 48 სპორტსმენმა იასპარეზა, მათ შორის იყო ერთადერთი ქართველი ათლეტი დავით თედიაშვილი, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით გაიარა და 32 საუკეთესო სპორტსმენს შორის მოხვდა, თუმცა ფინალურ შეჯიბრში ტრავმა მიიღო და ასპარეზობას გამოეთიშა. გამარჯვებული მამაკაცებში გახდა - სიმონე დერომედისი იტალიიდან, ხოლო ქალებში სანდრა ნაესლუნდი შვედეთიდან. დღესვე გაიმართა სკი კროსის გუნდური შეჯიბრება. ასევე, მიმდინარეობს საკვალიფიკაციო ეტაპები ფრისკისა და სნოუბროდის სლოუფ სთაილის დისციპლინაში. ფრისკი სლოუფსთაილში კი საკვალიფიკაციო ეტაპი ტარდება, სადაც ორი ქართველი სპორტსმენი ლუკა ჩოფიკაშვილი და ბუთა ელოშვილი იღებს მონაწილეობას. კოხტის მთაზე ორმაგი მოგულის ფინალიც ჩატარდა, სადაც გამარჯვებისთვის 14 ქვეყნის 68 სპორტსმენი ასპარეზობდა. მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში მოწყობილია ჩემპიონატის სოფელი, სადაც ვიზიტორებისთვის სხვადასხვა ღონისძიება და აქტივობები ყოველდღიურად იმართება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან