შალვა ნათელაშვილის სარჩელი


შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ - საქმეზე სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ნათელაშვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილს ღირსების შელახვისთვის უჩიოდა. ნათელაშვილის უფლებადამცველის თქმით, საუბარია ბიძინა ივანიშვილის მიერ 2016 წელს გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს ივანიშვილმა ჯაშუში და ჯაშუშების დაფინანსებული უწოდა. „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი სამართლებრივი დავის გაგრძელებას ამჯერად უზენაეს სასამართლოში აპირებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან