ვინ ეწინააღმდეგება ოპოზიციიდან სტატუსის მიღებას


ვინ ცდილობს ოპოზიციიდან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის დაბლოკვას - ხათუნა სამნიძის განცხადებამ ოპოზიციურ სპექტრში უხერხულობა შექმნა.

ცალკეულ ოპოზიციონერ ლიდერებს თავის მართლება და განმარტებების გაკეთება უწევთ. მამუკა ხაზარაძის შემდეგ ამჯერად სამნიძე ამბობს, რომ ცალკეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ევროპელ პარტნიორებთან სხვა გზავნილებით მიდიან და სტატუსზე გადაწყვეტილების მიღების პროცესს ხელს უშლიან. ინფორმაცია ხატია დეკანოიძემაც დაადასტურა და არ უარყო, რომ ამ საკითხზე თავად ევროპელმა პარტნიორებმა მიმართეს. განცხადებებმა ნეგატიური რეაქციები გამოიწვია ოპოზიციის ნაწილში, რომელიც კონკრეტიკას ითხოვს. განსაკუთრებით მწვავე იყო რეაგირება ლევან ხაბეიშვილისგან. „ლელოს“ ლიდერის მსგავსად, პარტიები და გვარები არც სამნიძეს დაუკონკრეტებია, თუმცა დაასახელა „ქართულმა ოცნებამ“. მმართველი გუნდი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის გადავადების მცდელობაში „ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“ და „ლელოს“ ადანაშაულებს. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან