60 წელი ფოტოგრაფიაში

23.09.2020 03:31

ცნობილმა ფოტოგრაფმა, რომლის ობიექტივში საქართველოს უახლესი ისტორიიდან არაერთი საინტერესო მოვლენა მოხვდა, საკუთარ შემოქმედებას ერთ სივრცეში მოუყარა თავი. თბილისის ისტორიის მუზეუმი ვარლამ გენგიურის გამოფენას ეთმობა. 60 წლის განმავლობაში გადაღებული 100-მდე ნამუშევარი ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვან ფაქტებს ასახავს. ექსპოზიციისთვის ცნობილი სპორტული  ფოტორეპორტიორის ნამუშევრები გოგა ჩანადირმა შეარჩია. ვარლამ გენგიურის ფოტოების გამოფენა თბილისის ისტორიის მუზეუმში 28 სექტემბრამდე გაგრძელდება.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: