ჯანდაცვის კომიტეტის ინიციატივა


სოციალურად დაუცველ ოჯახებს სტატუსის გადამოწმების პერიოდში შემწეობების გაცემა აღარ შეუწყდებათ.

აღნიშნული ინიციატივის ავტორი პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტია. როგორც დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, სტატუსის გადამოწმებამდე დახმარების დროებით შეწყვეტა სოციალურად დაუცველ ოჯახებს მძიმე დარტყმას აყენებდა, რის გამოც მოხდა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება. ამ პერიოდში შემწეობების გასაცემად ბიუჯეტიდან ხუთნახევარ მილიონ ლარამდე უკვე გამოიყო და ცვლილება ძალაში მიმდინარე წლის აპრილიდან შევა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან