ეპიდემიოლოგიური ვითარება შიდა ქართლში


საქართველოში კორონავირუსის 771 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ცხრა პაციენტი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში. კასპის მუნიციპალიტეტში, „კოვიდ19“-ით ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. არცერთი დადასტურებული ინფიცირების შემთხვევა არაა იგოეთიდან, ქვემო ჭალიდან და სამთავისიდან, სადაც გრძელდება პოლიციის სპეციალური პუნქტებზე მოსახლეობის თერმოსკრინინგი. სოფლებში ეპიდემიოლოგიურ ზედამხედველობას აგრძელებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტები. „კოვიდ-19“-ით ინფიცირების გაზრდილი შემთხვევების გამო, სამივე სოფელში საჯარო სკოლები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე რჩება, სააღმზრდელო პროცესია შეჩერებული სამთავისის საბავშვო ბაღში.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან