შსს-მ კამპანია ილიაუნის სტუდენტებს გააცნო


შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებული, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანია გრძელდება. კამპანიის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან გაიმართა. ახალგაზრდებს შსს-ს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სპეციალურად შექმნილი ერთობლივი სამუშაო ჯგუფის წევრებმა - შსს-ს პოლიციის აკადემიის საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის უფროსმა ნოდარ სააკაშვილმა, განათლების და მეცნიერების მინისტრის მრჩეველმა ახალგაზრდულ საკითხებში ოთარ აბესაძემ, განათლების სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის წევრმა, ფსიქოლოგმა ბაია ხვადაგიანმა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი“-ს თავმჯდომარემ ნატო შავლაყაძემ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანიის მიზანი და მნიშვნელობა გააცნეს და განუმარტეს, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს, ხოლო მოძალადეები კანონით ისჯებიან.
სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ლინკზე:
http://goo.gl/CExLyd

ვიდეოები „შინაგან საქმეთა სამინისტრო"-ისგან