ვითარება საკარანტინე სივრცეებში

14.03.2020 02:04

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებული მოქალაქეების რაოდენობა ამ მომენტისთვის 314-ს შეადგენს. მათგან საჩხერის საკარანტინო სივრცეში 41 პირი რჩება და არც ერთს საეჭვო სიმპტომები არ აღენიშნება. აბასთუმანშია 17 ადამიანი, 49 მოქალაქეა გორის სამხედრო ჰოსპიტლის საკარანტინო სივრცეში. მათგან 35 საქართველოს მოქალაქეა, 4 უცხო ქვეყნის, ხოლო 10 - სამხედრო მოსამსახურე. წყალტუბოში სასტუმროში მოწყობილ საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 84 მოქალაქეა მოთავსებული. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის თქმით, გუშინ სხეულის ტემპერატურის მომატების გამო ოთხი პირი გადაიყვანეს კლინიკაში და მათ უტარდებათ შესაბამისი შემოწმება. ასევე გუშინ სანატორიუმში თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო სამი პირი შეიყვანეს. რაც შეეხებათ სხვა მოქალაქეებს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ბათუმის აეროპორტიდან კი კარანტინში ერთი პირი გადაიყვანეს. პარიზი-თბილისის თვითმფრინავის რეისის მგზავრები კი საკარანტინო ვადის გასვლამდე თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სასტუმროში განათავსეს. მგზავრთა ჯანმრთელობის მონიტორინგს მათთან მყოფი ექიმები ახორციელებენ. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კახეთის განყოფილების ინფორმაციით ამ ეტაპზე  არც ერთ მათგანს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება. საკარანტინო სივრცეა მოწყობილი რუსთავშიც, სადაც სასტუმრო „რუსთავი“ საკარანტინო ზონად გამოცხადდა, სადაც იტალიიდან დაბრუნებული მოქალაქეები გადაიყვანეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ვითარება კარანტინის ზონაში #მოამბე მარნეულიდან
03:05

ვითარება კარანტინის ზონაში #მოამბე მარნეულიდან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ვითარება საკარანტინო სივრცეებში
01:06

ვითარება საკარანტინო სივრცეებში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ვითარება საკარანტინო სივრცეებში
02:55

ვითარება საკარანტინო სივრცეებში

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

ვითარება საკარანტინო სივრცეებში
06:24

ვითარება საკარანტინო სივრცეებში

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

რა ვითარებაა იმერეთის საკარანტინე სივრცეებში? - ,,დღის ამბებს'' ტატო ლილუაშვილი ესაუბრა
01:46

რა ვითარებაა იმერეთის საკარანტინე სივრცეებში? - ,,დღის ამბებ...

Rioni.TV

საკარანტინო სივრცეებში არსებული ვითარება
07:10

საკარანტინო სივრცეებში არსებული ვითარება

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში
02:28

ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ეპიდემიოლოგიური ვითარება მესტიაში
05:23

ეპიდემიოლოგიური ვითარება მესტიაში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო