რამოდენიმე საუკეთესო ქართული ღვინის დაგემოვნება და მათი ფერების, სხვადასხვა არომატებისა და საკუთარი შეგრძნებების მიხედვით ხატვა. აქ საუბარია ძირითადად ქვევრის ღვინოებზე. ხატვის დროს ვიყენებთ ე. წ. სველის სველზე ხატვის ტექნიკას, ხდება აკრილის საღებავების გათხელება და მათი ნელნელა ტილოზე გადასხმა, მერე მიდის ტილოს აქეთ-იქეთ გადახრა, მოძრაობა, ისე რომ ბუნებრივი ეფექტები წარმოიშვება, რომელიც ძალიან წააგავს წვიმის მიერ დანატოვარ ბუნებრივ ნაკვალებს, ოღონდ რასაკვირველია ფერებში. ეს პროცესი საკმაოდ კარგად უხდება ღვინის დაგემოვნებას.
ამჯერად გავასინჯეთ შემდეგი ღვინოები: ქისი, რქაწითელი, საფერავი, იას ვარდისფერი და ქინძმარაული. მარტო ამ ღვინოებს იმდენი ნარნაირი ფერი აქვს (ქარვისფერი, ვარდისფერი, ღრმა მუქი წითელი), რომ მხოლოდ ესენი შეავსებდნენ ნახატებს. მაგრამ ამას ემატება ასევე თითოეული მონაწილის ინდივიდუალური შეგრძნება. თუ რას გრძნობს იმ დროს, როცა ამა თუ იმ ღვინოს სინჯავს.გარდა ამისა, ყოველი ღვინო ხასიათდება საკუთარი არომატებით, იქნება ეს გარგარის, ჟოლოს, მაყვალის, ველის ფერად-ფერადი ყვავილების და კიდევ უამრავი სხვა არომატი.
შესვენების დროს რასაკვირველია ქართული სამზარეულოთი მოხიბვლა.
აღსანიშნავია, რომ ასეთ მასტერკლასებში ძირითადად მონაწილეობენ ადამიანები, რომელთაც ბავშვობის მერე საერთოდ არ უხატიათ. ამდაგვარი ხატვა და კრეატიულობა, ე. ი. ყოველგვარი წინანსწარი იდეის და გადახატვის გარეშე შექმნა ხელოვნება, ანუ ის წარმოიქმნას პროცესში, და არა რაიმე გეგმის მიხედვით. ასეთ პროცესებს შეუძლიათ ადამიანის მკურნალობა, რაც უკვე მეცნიერულადაც არის დასაბუთებული.
https://www.kunsterlebnisse.com/
[email protected]