#მოამბე 21 საათზე, 26 იანვარი, 2021 #LIVE
• ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის მთავარი ადრესატი რუსეთია - დოკუმენტში ნათქვამია, რომ კრემლმა ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება და კომპენსაციების გაცემა უნდა დააჩქაროს; დეპუტატები შეუსრულებელი ვალდებულებების გამო მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვენ; • დაპირისპირების ახალი ეტაპი ოპოზიციაში და ექვსი ოპოზიციური ძალის ერთობლივი განცხადება - პარტიების მოთხოვნები უცვლელია - ვადამდელი არჩევნები, ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ცესკო-ს ხელახლა დაკომპლექტება და საარჩევნო სისტემის შეცვლა; ცალკეული ლიდერები რევოლუციის გარდაუვალობაზე საუბრობენ; • ქვეყნის ეპიდვითარება და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიში “ერთი წელი „კოვიდ-19“-თან ერთად” – 76-გვერდიანი დოკუმენტი ერთწლიან პერიოდს აფასებს; ქვეყნის ეპიდვითარება სტაბილიზაციას განაგრძობს; ერთ-ერთ ინდიკატორად დადებითობის მაჩვენებელი სახელდება, რომელიც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 6%-ს შეადგენს; მონაცემების 4%-მდე შემცირების შემთხვევაში სასწავლო პროცესი ქვეყნის დიდ ქალაქებშიც აღდგება; • ევროპა მასშტაბურმა არეულობამ მოიცვა - მოქალაქეები კომენდანტის საათის დაწესებას აპროტესტებენ, პროტესტი დაპირისპირებაში გადაიზარდა; ევროპა პანდემიის ახალი ტალღისთვის ემზადება; ვირუსის ახალი ვარიანტის გავრცელება პანდემიასთან ბრძოლას ართულებს; მსოფლიოში არსებული არასტაბილური მდგომარეობის გამო ევროკავშირი მოგზაურობის წესების გამკაცრებაზე საუბრობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
#მოამბე 21 საათზე, 23 იანვარი, 2021 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 12 იანვარი, 2021 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 19 იანვარი, 2021 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 14 იანვარი, 2021 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 26 იანვარი, 2020 #LIVE
პირველი არხი - LIVE
#მოამბე 21 საათზე, 26 იანვარი, 2024 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 9 იანვარი, 2022 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 2 იანვარი, 2025 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster