ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლი ხელმოწერილია

10.08.2022 01:54

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლს ხელი მოაწერა. ჯო ბაიდენმა ნატო-ში მოკავშირეებსაც მოუწოდა, პროტოკოლის ხელმოწერის პროცესი არ გააჭიანურონ. ამერიკის შეერთებული შტატები 23-ე ქვეყანა გახდა, რომელმაც შვედეთისა და ფინეთის პროტოკოლს ხელი მოაწერა. შვედეთმა და ფინეთმა ალიანსში გაწევრიანების შესახებ განაცხადი ნატო-ში 18 მაისს შეიტანეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1... გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: