„საჭირო საქმე საჭირო დროს\"-დევნილთა ინტერესების დაცვა წინა საარჩევნო პერიოდში.
დევნილთა პრობლემები და მათი მოგვარების გზები, ეს იყო ძირითადი საკითხი, რომელზეც დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ქსელ „სინერგიას\" წევრებმა ყურადღება გაამახვილეს და სამეგრელოს რეგიონის მაჯორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად იმსჯლეს. „ ჩვენი ორგანიზაციის მიზანია დევნილი მოსახლეობის პრობლემათა სპექტრი ადექვატურად აისახოს პოლიტიკური სუბიექტების წინასაარჩევნო დებატებსა და მათ პროგრამებში,შესაბამისად გაიზარდოს დევნილების ნდობა და არჩევნების პროცესებში მათი აქტიური ჩართულობის მოტივაცია, ამიტომაც ჩვენ გადავწყვიტეთ ყოველ დღე მოვიწვიოთ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და მათთან ერთად ვიმსჯელოდ დევნილთა პრობლემებზე და ერთად გადავჭრათ არსებული პრობლემები\" --განაცხადა ქსელ „სინერგიას წევრმა მარინა ფაღავამ.
შეხვედრზე მოწვეული იყვნენ პარტია ქრიასტიან დემოკრატების სენაკის, ხობისა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები. ხვალ ქსელი „სინერგია\" კოალიცია „ოცნებისა და „ ნაციონალური მოძრაობის\" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან გამართავს მორიგ საკითხებზე მსჯელობას.
ქსელი სინერგია 2002 წლიდან მუშაობს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების -- დევნილების საკითზებზე. ქსელი აერთიანებს სამეგრელოში, იმერეთსა და ქალაქ თბილისში მოქმედ 16 არასამთავრობო რგანიზაციას. ქსელის პრიორიტეტებია დევნილთა ინფორმირების გაზრდა, პოლიტიკური და სოცილაური გააქტიურება და ინტეგრირება.
http://www.odishi.ge/
http://www.facebook.com/odishitv/