სტიქიამ ბოლნისის რამდენიმე სოფელი დააზარალა
20 ივლისს ქარბორბალამ, ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ბოლნისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა. სოფელ აკაურთაში, ტანძიასა და დისველში 20-მდე საცხოვრებელ სახლს სახურავი ახადა. განადგურდა მიწის სავარგულები, ხეხილი და ვენახი. საგზაო ინფრასტრუქტურა დაზიანდა სოფელ ძველ ქვეშსა და ტანძიაში. სოფელ დისველში კი 50 ჰა ფართობის ნათესები მთლიანად არის განადგურებული, რომელიც მოსახლეობას სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაზღვეული არ ჰქონდა. დაზარალებულები დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა პირველ მოადგილესთან ერთად მოინახულა და არსებული მდგომარეობა პირადად დაათვალიერა. ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოქმედებს ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2016 წელს სტიქიური მოვლენების შედეგების შესწავლის მიზნით სამუშაო ჯგუფი“ . მოქალაქეების განცხადების საფუძველზე სამუშაო ჯგუფი ყველა დაზიანებული საცხოვრებელი სახლის მდგომარეობას შეისწავლის, რის შემდეგაც მოხდება დაზარალებული მოსახლეობისთვის მატერიალური დახმარების გაწევა. ჩვენი ოფიციალური არხი Myvideo.ge-ზე : http://goo.gl/xyGXml ეს ვიდეო Myvideo.ge-ზე : http://goo.gl/J9Et8r
გაზეთი ბოლნისი-ის სხვა ვიდეოები
როგორ უნდა მოვიქცეთ და ვის უნდა მივმართოთ ქვეწარმა...
ფოთლების დაწვა ჯარიმდება
თბილი ამინდების დადგომას ბოლნისში ქვეწარმავლების მ...
myvideo-ს საჩუქარი დავით რეხვიაშვილს
,,აღმოაჩინე თავი შენი პოეზიაში“ - ახალგაზრდებმა ღი...
01:53
ნაგვის დაყრა აკრძალულია! - მუნიციპალიტეტის ტერიტორ...
02:42
ბოლნისის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით მუდმივმ...
02:25
ძიუდოს სკოლა დავით ნავერიანის სახელობის ტურნირს მა...
მსგავსი ვიდეოები
სტიქიამ ბოლნისის მუნიციპალიტეტი დააზარალა
გაზეთი ბოლნისი
ბოლნისის რაიონში სტიქიამ მოსახლეობა დააზარალა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სტიქია ბოლნისში
გაზეთი ბოლნისი
სტიქია ხარაგაულის მუნიციპალიტეტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სტიქიამ გორისა და ქარელის სოფლები დააზარალა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კახეთში ქარმა 70-მდე სახლს სახურავი გადახადა
რადიო თავისუფლება
სტიქიამ ახმეტა დააზარალა
ტელეკომპანია თანამგზავრი
სტიქიამ კახეთის სოფლები დააზარალა
Maestro Television