თავდაცვის ძალების ათწლიანი გეგმა


პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს თავდაცვის ძალების განვითარების ათწლიანი გეგმა წარუდგინა თავდაცვის ძალების მეთაურმა. კომიტეტის სხდომაზე მოსმენა დახურულ ფორმატში გაიმართა, გენერალ-მაიორმა, გიორგი მათიაშვილმა დეპუტატების კითხვებსაც უპასუხა. თავდაცვის ძალების განვითარების ათწლიანი გეგმის დეტალებზე მხარეები საჯაროდ არ საუბრობენ და განმარტავენ, რომ საქართველოს მაღალი მზადყოფნისა და სტანდარტების თავდაცვის ძალები ჰყავს, რომლის მიზანიც არის მაქსიმალურად უპასუხოს არსებულ რისკებს და გამოწვევებს. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ თავდაცვის ძალების გეგმებამდე უწყებამ თავდაცვის ეროვნული სტრატეგია უნდა შეიმუშაოს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან