ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემა
12/27/2023
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმების დამტკიცებას მკაცრად გმობს. უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, სათანადოდ შეაფასოს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისკენ მიმართული მორიგი უკანონო ნაბიჯი. აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პარლამენტის მიერ რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შესახებ ე.წ. შეთანხმების რატიფიკაცია წარმოადგენს მორიგ უკანონო ქმედებას და რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებას, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს, – წერია ოფიციალურ განცხადებაში.
მომხდარ ფაქტს გმობს საქართველოს პრეზიდენტიც. „ესაა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიებზე მიწების მორიგი მიტაცება და ანექსიური პოლიტიკის გაგრძელება. მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას ძლიერი და სასწრაფო რეაგირებისკენ,“ - წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“. სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეც.
მმართველი გუნდი მკაცრად გმობს მომხდარ უკანონო ქმედებას და ბათილად აცხადებს ოკუპაციის დროს განხორციელებულ ყველა სამართლებრივ ქმედებას. „ეს შეიცვლება მას შემდეგ, რაც საქართველო აფხაზეთზე იურისდიქციას აღადგენს,“ - წერს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.
შეგახსენებთ, დღეს დილით ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ დოკუმენტს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ხელი მოაწერა. განცხადება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის სპიკერმა, ლაშა აშუბამ გააკეთა. გადაწყვეტილებას ე.წ. პარლამენტის 25 წევრმა დაუჭირა მხარი. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიცია და მოსახლეობის ნაწილი ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და მის გაუქმებას ითხოვენ. ამ მოთხოვნით ე.წ. პარლამენტის შენობასთან მთელი ღამის განმავლობაში იმართებოდა საპროტესტო აქცია.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1...
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.