თავდასხმა ევროპული ინსტიტუტების წარმომადგენლებზე


საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მეტწილად დადებითი შეფასებების ფონზე მწვავდება ყოფილი პრეზიდენტის რიტორიკა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელზე თავდასხმის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი ევროპელი პოლიტიკოსების მიმართ ნეგატიურ შეფასებებს ახლა უკვე გვარ-სახელების დაკონკრეტების გარეშე აკეთებს. თავად ჰოლანდიელი დეპუტატი კოქსი, რომელიც სააკაშვილის მძიმე ბრალდებების სამიზნე გახდა, თავდასხმას უკომენტაროდ ტოვებს, თუმცა ხაზს უსვამს, რომ საქართველოს გარდა, არჩევნების სადამკვირვებლო მისიას, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სახელით სხვა ქვეყნებშიც ხელმძღვანელობდა. კოქსის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს უკვე მოჰყვა მწვავე რეაქცია საფრანგეთის პარლამენტიდან. როგორც აღმოჩნდა, სააკაშვილს ევროპელი დეპუტატის კრიტიკის ნაწილში თანამოაზრეები მისი პარტიის გარდა, სხვა ოპოზიციურ ძალებშიც გამოუჩნდნენ.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან